Thursday, March 16, 2023

დავიცვათ ბუნება დაბინძურებისაგან


პროექტის სახელწოდება:  დავიცვათ ბუნება დაბინძურებისაგან

პროექტის მთავარი იდეა: სახლში გამოუყენებელი ძველი ნივთებით ახალი ნივთების შექმნა. ბუნების დაცვა გამოუსადეგარი ნივთებით დაბინძურებისაგან.
პროექტის აქტუალობა: დავიცავთ ბუნებას, შეიქმნება ახალი ნაკეთობები.
პროექტის მიზნები:  შეიყვარონ ბუნება და დაიცვან იგი დაბინძურებისაგან.სახლში გამოუსადეგარი ძველი ნივთებით ახალი ნივთების საკუთარი ხელით შექმნა. მოსწავლეები შეეჩვიონ შრომას და ჩამოუყალიბდეთ ფანტაზიის უნარი. მოეწყოს გამოფენები სხვა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით.
მონაწილეთა ასაკი: 8–9 წელი III კლასი
ვადები: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეების ხელით  შექმნილი ნაკეთობები, საკლასო ოთახში საგამოფენო კუთხის მოწყობა. გამოფენის ორგანიზება და ამ გამოფენაში სხვა კლასების ჩაბმა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სახლში გამოუსადეგარი ძველი ნივთები (პლასმასის ბოთლები, ძველი ფერადი ჟურნალები, მაწვნის პლასმასის ქილები, პენოპლასტის შესაფუთი მასალა, ძველი ღილები და სხვა) საღებავები, ფუნჯები, წებო, მაკრატლები.
პროექტის მსვლელობა: შევკრებ მოსწავლეებს და ვისაუბრებთ როგორ დავიცვათ ბუნება დაბიძურებისაგან. ჩამოთვლიან რა იწვევს ბუნების დაბინძურებას, დაბინძურებული გარემო კი ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებაზე. ინტერნეტში მოვიძიებთ ფოტომასალას დაბინძურებული გარემოს შესახებ. ძველი გამოუსადეგარი ნივთებისაგან შეიძლება შეიქმნას ახალი ნივთები. ვაჩვენებ ჩემს მიერ შექმნილ ნაკეთობებს. ბავშვები მოიტანენ სახლიდან ძველ ნივთებს, რომელთაც მათი მშობლები აღარ იყენებენ და თავიანთი ფანტაზიით შექმნიან ნამუშევრებს. 2 თვის შემდეგ საკლასო ოთახში მოეწყობა  ნამუშევრების გამოფენა. შევქმით ფოტომასალას და განვათავსებთ ინტერნეტში.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად მოსწავლეებს, ამ პროექტში მუშაობის შემდეგ, განუმტკიცდებათ ცოდნა ბუნების დაცვის შესახებ.
პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს განუვითარებს უნარებს ბუნებისმცოდნეობაში, გეოგრაფიაში და ხელოვნებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ლალი სანთელაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lsanteladze27@gmail.com
პროექტის ბლოგი:  lsanteladze27.blogspot.com