პროექტის მთავარი იდეა: სახლში გამოუყენებელი ძველი ნივთებით ახალი ნივთების შექმნა. ბუნების დაცვა გამოუსადეგარი ნივთებით დაბინძურებისაგან.
პროექტის აქტუალობა: დავიცავთ ბუნებას, შეიქმნება ახალი ნაკეთობები.
პროექტის მიზნები: შეიყვარონ ბუნება და დაიცვან იგი დაბინძურებისაგან.სახლში გამოუსადეგარი ძველი ნივთებით ახალი ნივთების საკუთარი ხელით შექმნა. მოსწავლეები შეეჩვიონ შრომას და ჩამოუყალიბდეთ ფანტაზიის უნარი. მოეწყოს გამოფენები სხვა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით.
მონაწილეთა ასაკი: 8–9 წელი III კლასი
ვადები: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეების ხელით შექმნილი ნაკეთობები, საკლასო ოთახში საგამოფენო კუთხის მოწყობა. გამოფენის ორგანიზება და ამ გამოფენაში სხვა კლასების ჩაბმა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სახლში გამოუსადეგარი ძველი ნივთები (პლასმასის ბოთლები, ძველი ფერადი ჟურნალები, მაწვნის პლასმასის ქილები, პენოპლასტის შესაფუთი მასალა, ძველი ღილები და სხვა) საღებავები, ფუნჯები, წებო, მაკრატლები.

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგნობრივი სტანდარტის შესაბამისად მოსწავლეებს, ამ პროექტში მუშაობის შემდეგ, განუმტკიცდებათ ცოდნა ბუნების დაცვის შესახებ.
პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს განუვითარებს უნარებს ბუნებისმცოდნეობაში, გეოგრაფიაში და ხელოვნებაში.
პროექტის ხელმძღვანელი: ლალი სანთელაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: lsanteladze27@gmail.com
პროექტის ბლოგი: lsanteladze27.blogspot.com